LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად შეიქმნა – გიორგი აბაშიშვილი

38

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, პირველ რიგში, საზოგადოების ჩართულობით უნდა განიხილებოდეს.

ამის თაობაზე მან გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება დღეს საზოგადოებას არ ეკითხება, თუ რა სურს მას.

„თუ აქამდე ცოტათი მაინც ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ფაქტიურად ეს საკონსტიტუციო კომისია და ამ საკონსტიტუციო კომისიაში მოქმედი უმრავლესობა რეალურად კომისიას ქმნიდა იმ სულისკვეთებით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით მიეღო გადაწყვეტილებები, მე მგონი, დღეს ეს  პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარებში ყველაზე კარგად ჩანდა,“ – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

ის აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჯერ მიღება და შემდგომ ამ საკითხების განხილვაზე საუბარი მიუღებელია. მისი აზრით, ამ პროცესების თანამონაწილე საზოგადოება უნდა იყოს.

„ეს პროცესი ღიაობისგან ჯერ ძალიან შორს არის,“ – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები