LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს

31

საკონსტიტუციო კომისია იმავე ფორმატით შეიქმნება, როგორც სამი წლის წინ და მას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ ინიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ. დადგენილების პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაფუძნებას იმავე ფორმატით, ის შეიქმნა ზუსტად სამი წლის წინ. კომისიის თავმჯდომარე იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში შევლენ როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ასევე, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. კომისიის საქმიანობა დაეფუძნება გამჭვირვალობის პრინციპს და მასში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობა. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება შემუშავებული პროექტის შეფასებაში ჩვენი უცხოელი პარტნიორების, განსაკუთრებით – ვენეციის კომისიის აქტიური მონაწილეობა, რასთან დაკავშირებითაც უკვე იმართება მოლაპარაკებები ჩვენს უცხოელ მეგობრებთან. კომისიის მიზანია კონსტიტუციის გადასინჯვის იმგვარი კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიღება უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვანიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები