LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო რეფორმაზე სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა აღარ გაიმართება

85

საკონსტიტუციო რეფორმაზე სტრასბურგში ვენეციის კომისიასთან დაგეგმილი შეხვედრა, დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება. საკითხთან  დაკავშირებით განცხადებას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ავრცელებს. ჯანი ბუკიკიოს თქმით, საქართველოს კონსტიტუციის გადახედვის პროცესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელება უშუალოდ ქართული მხარის პრეროგატივაა და ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართვა არ არის საჭირო. ამასთან ერთად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

ოპოზიციური პარტიები  ხელისუფლებას მოლაპარაკების ცალმხრივად შეწყვეტაში ადანაშაულებენ.”ქართული ოცნება”  ოპოზიციას ულტიმატუმების წაყენებაში სდებს ბრალს და მიიჩნევს, რომ ამ ფონზე კონსულტაციების გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.