LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანის სრულ დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობს

99

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოში მარიხუანის მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცის საკითხზე მსჯელობენ.

სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქე გივი შანიძემ შეიტანა და მის ინტერესებს სასამართლოში “გირჩი” იცავს.

“მოთხოვნა შეეხება მარიხუანის მოხმარების სრულად დეკრიმინალიზებას, ანუ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზება. რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ საქმის მოგების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ დაექვემდებარება მარიხუანის განმეორებითი და შემდგომი მოხმარება,” – განმარტავენ “გირჩში”.

 

პოპულალურები