LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

45

საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრს სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს და იმ შემთხვევების დასახელებისკენ მოუწოდებს, როცა მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად გახანგრძლივდა. ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში. საკონსტიტუციო სასამართლო საგანგებო განცხადებას თეა წულუკიანის განცხადების საპასუხოდ ავრცელებს.

”საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მედიით გაკეთებული განმარტებისას, რომელიც ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნას უკავშირდებოდა, განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია, შესაძლებლობა არ მისცეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ხელოვნურად გაიხანგრძლივონ უფლებამოსილების ვადა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის და საზოგადობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მიზანმიმართულ მცდელობას. საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, საჯაროდ დაასახელოს ის შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად იქნა გახანგრძლივებული,” – ნათქვამია განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები