LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარებისთვის – თვალავაძე

51

საქართველოში ნარკოპოლიტიკის ირგვლივ მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თვალავაძემ გააკეთა.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. არა ერთი გადაწყვეტილება არის მიღებული ბოლო წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოტიკების ნაწილში. ბოლო გადაწყვეტილება იყო, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარებისთვის, ანუ მოხდა ამის დეკრიმინალიზაცია. 
დანარჩენი, თუ როგორ იქნება ამასთან მიმართებით საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ეს დამოკიდებულლი იქნება იმ სარჩელეზე და იმ წარდგინებებზე, რომელიც არის ახლა შემოსული ან მომავალში შემოვა საკონსტიტუციო სასამართლოში,“-  განაცხადა თავაძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ორგანოების მიერ, რაც პერმანენტულად ხდება კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები