LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონტიტუციო კომისიის მეორე რაუნდის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა

53

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა მეორე რაუნდის შეხვედრა გამართა. სხდომის დასაწყისში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სამუშაო ჯგუფის წევრებს წინა შეხვედრის შედეგების მოკლე რეზიუმე გააცნო და დღევანდელი მუშაობის რეგლამენტი გააცნო.

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველმა სამუშაო ჯგუფმა მეორე რაუნდის შეხვედრები დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. აღნიშნულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა განვიხილეთ კონსტიტუციის პირველი თავი და ადამიანის უფლებების მეორე თავი ოცი მუხლის ჩათვლით განიხილა, დღეს კი მუხლობრივ განხილვას 21-ე მუხლიდან გავაგრძელებთ, რომელიც საკუთრების ძირითად უფლებებს შეეხება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა ალტერნატიული წინადადებების და მუხლობრივი განხილვა კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გააგრძელა. კომისიის წევრები კონსტიტუციის მეორე თავის მუხლებს, რომლებიც ადამიანის ძირითად უფლებებს, საკუთრების, შრომის, განათლების, გამოხატვის თავისუფლების და თანასწორობის საკითხებს მოიცავს დეტალურად განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები