LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულო ბიძინა ივანიშვილის კანტორად იქცა – ელენე ხოშტარია

74

“საკრებულო, რომელიც უნდა იცავდეს თბილისის და თბილისელების ინტერესებს, დღეს იქცა ბიძინა ივანიშვილის კანტორად,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს”  თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, განაცხადა, რომელიც საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან ცოტა ხნის წინ ძალით გამოყვანეს.

“საკრებულო ყველანაირი საღი აზრის, მომზადების გარეშე ჩუქნის შუაგულ ცენტრიდან პუშკინის მოედანს ბიძინა ივანიშვილს თაბორის კიდევ 40 ჰექტარს და ამას აკეთებენ ხალხს ამოფარებულები. ჩვენი ძალიან მშვიდობიანი პროტესტის საპასუხო იყო მოყვანა გამგეობებიდან სპორტსმენების, სუს-ის თანამშრომლების, რომლებსაც პროვოკაციის მოწყობა უნდოდათ. ვერანაირ პროვოკაციაზე ჩვენ, “ევროპულ საქართველოს”, ვერ წამოგვაგებს ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, თავიდან ავირიდეთ ყველანაირი დაპირისპირება.

“მე მინდა ვკითხო კახა კალაძეს, რომელიც დადის გაწკეპილი, ეპრანჭება ვიღაცაას ბევრი ლაპარაკით მწვანეზე, მობრძანდეს და გვიპასუხოს, რას ნიშნავს სტატუსის შეცვლა და გადაცემა მიწის ბიძინა ივანიშვილისთვის” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები