LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოდან დაცვამ ენმ-ის და „ევროპული საქართველოს“ წევრები ძალის გამოყენებით გაიყვანა

96

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან დაცვამ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები და ლიდერები ძალის გამოყენებით გაიყვანა.

სხდომის დაწყებიდან, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში საკრებულოს სხდომა შეწყვეტილი იყო.

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლოჟაში მყოფ ლიდერებს, კერძოდ, ელენე ხოშტარიას, არაერთხელ მიმართა, მიეცათ მათთვის მუშაობის საშუალება. „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” წევრებმა უარი განაცხადეს აღნიშნულზე, კერძოდ ელენე ხოშტარიას თქმით, საკითხი მოუმზადებელია და სხდომა უნდა გადაიდოს.

ლოჟაში დაცვის სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ძალის გამოეყნებით დარბაზიდან გაიყვანეს ისინი. სხდომა ამ წუთებშიც არ განახლებულა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, დაპირისპირებულებს 10 წუთი მისცა სიტუაციის განსამუხტად, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადა, რომ პატრულს გამოიძახებს.