LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულომ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

112

თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს 38-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგი იყო.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა 861,6 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 60,3 მლნ ლარით მეტია, ხოლო პირველ პროექტს 46,4 მლნ ლარით აღემატება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერები. 43 მლნ ლარი სპეციალური ტრანსფერი მშრალი ხიდის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წელს თბილისის ბიუჯეტს 14 მლნ ლარი მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ახალი შემადგენლობების დასამტკიცებლად დაემატა.

მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება, ასევე იგეგმება 10 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა.

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 307.1 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის მოცულობის 35.7%-ს შეადგენს. მომავალო წლიდან ჯანდაცვის მიმართულებას ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ფარისებრი ჯირკვლის კომპონენტები დაემატება. ასევე გაზრდილია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება, რაც დამატებით 120 ბავშვის ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები