LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს მაჟორიტარი წევრების რაოდენობა იზრდება

81

საკრებულოს მაჟორიტარი წევრების რაოდენობა იზრდება, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილეს. როგორც ინიციატივის ავტორი,  უმრავლესობის წევრი გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, ქალაქებს ეძლევათ შანსი, მეტი წარმომადგენელი ჰყავდეთ საერთო საკრებულოებში, ვიდრე დღეს ჰყავთ.

„ქალაქებს, სადაც 4 ათასი ამომრჩეველი იქნება, მიეცემათ საშუალება, საკრებულოში ჰყავდეთ დამატებით კიდევ ერთი მაჟორიტარი კანდიდატი, 4 ათასიდან 10 ათასამდე ქალაქს დაემატება კიდევ 2 მაჟორიტარი კანდიდატი. 10-დან 20 ათასამდე ამომრჩევლიან ქალაქს დაემატება კიდევ 3 მაჟორიტარი, 20-დან 35 თასამდე ამომრჩევლიანს –  4 კანდიდატი, ხოლო 35 ათასი და მეტი ამომრჩეველი რომელ ქალაქსაც ეყოლება, ექნებათ საშუალება, საერთო საკრებულოებში დამატებით კიდევ 5 მაჟორიტარით იყვნენ წარმოდგენილები,“ – განმარტავს ლილუაშვილი.

უმრავლესობის ინიციატივას ოპოზიციაში ი უარყოფითად აფასებენ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი აბესაძის თქმით,  ეს არის გაუმართლებელი და უკან დადადგმული ნაბიჯი.

„იმ ფონზე, როცა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცის მოტივით შეამცირეს, ახლა  ამატებენ საკრებულოებში მაჟორიტარ წევრებს. ამით კი გაიზრდება აპარატის თანამშრომლების რაოდენობაც, ბუნებრივია და არ შემცირდება ფუფუნების ხარჯები. მეორეს მხრივ –  თვითმმართველი ქალაქების მოსახლეობას შეეზღუდება საკუთარი მერის არჩევის უფლება“, – ამბობს აბესაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები