LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს შენობის წინ ქართული სახელმწიფო გარდაიცვალა – სალომე სამადაშვილი

129

„დღეს, საკრებულოს შენობის წინ ქართული სახელმწიფო გარდაიცვალა,“ – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, თბილისის საკრებულოსთან განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სამადაშვილის თქმით, მან ადგილზე მობილიზებულ პოლიციის თანამშრომლებს დეპუტატის საშვი აჩვენა და შესვლა მოითხოვა, თუმცა ის საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.

მე მათ ავუხსენი, რომ კანონი მაძლევს უფლებას, შევიდე ამ შენობაში, თუმცა მათ არანაირი პასუხი არ გაგვცეს, თუ რის საფუძველზე გვეუბნებიან უარს. აქ, ამ შენობის წინ, დღეს უბრალოდ გარდაიცვალა ქართული სახელმწიფო და კანონი ამ ქვეყანაში,” – განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ საკრებულოს შენობის წინ მობილიზებული არ არიან პოლიციელები, არამედ ”გადაცმული ხალხი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები