LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

44

საკრებულოს სხდომაზე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად სპეცდანიშნულების რაზმის დაღუპული წევრის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოთქვა ვანო გოლაშვილის გარდაცვალების გამო და დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად დედაქალაქის მერიამ, საკრებულოს წევრებმა და ისნის გამგეობამ მყისიერი რეაგირება მოახდინეს და მაქსიმალური დახმარება გაუწიეს იმ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას საჭიროებდნენ.

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის განმარტებით, 60-მდე ადამიანი სასტუმროშია განთავსებული და მათ ყველა აუცილებელი პირობა აქვთ შექმნილი.
ამ დროისათვის ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კრიმინალისტები მუშაობენ და სწორედ მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი რამდენად შეესაბამება კორპუსი საცხოვრებელ პირობებს.

,,ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია დაზარალებულებთან. სპეციალური სამსახურები მუშაობენ და ველოდებით მათ დასკვნებს შესახლებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მივიღებთ სათანადო ზომებს“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები