LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს სხდომაზე თედო კობახიძემ მარინა დათუკიშვილს სკამი გამოუტანა [ვიდეო]

143

თბილისის საკრებულოში ხმაური ისევ გრძელდება. უმრავლესობის წევრმა, თედო კობახიძემ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ მარინა დათუკიშვილს საკრებულოს დარბაზში სკამი გამოუტანა და დაჯდომა შესთავაზა.

დათუკიშვილი დარბაზში იდგა და  საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევდა.

შეგახსენებთ, დღეს 14:00 საათიდან თბილისის საკრებულოს მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკრებულომ დღის წესრიგიდან სადავო საკითხი არ ამოიღო.