LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს სხდომის დაწყება ვერ ხერხდება – დარბაზში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ

128

თბილისის საკრებულოში სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

“ქართული ოცნების” დეპუტატებმა საკრებულოში პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მიწისთვის სტატუსის შეცვლის საკითხი დააყენეს. ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ სტატუსის ცვლილების შემდეგ, ამ მიწის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემა იგეგმება.

სხდომათა დარბაზში სიტუაციის გასანეიტრალებლად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” გადაწყვეტილებას ივანიშვილის სასარგებლოდ იღებს.

ოპონენტების ცხარე წინააღმდეგობის ფონზე კი მანამდე, თბილისის საკრებულოს ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. გარემოს დაცვის კომისიამ საკითხს მხარი არ დაუჭირა და მისი გადადება მოითხოვა, მეორე კომისიამ კი, მიწებისთვის ფუნქციური სტატუსის შეცვლის და ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემის იდეა მოიწონა.

შეხვედრაზე ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. კომისიის სხდომას თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატები, ზალიკო უდუმაშვილი, ალეკო ელისაშვილი და ელენე ხოშტარია, ესწრებოდნენ.