LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოში დაგეგმილ სხდომას თბილისის მერობის კანდიდატები ეხმიანებიან

55

თბილისის საკრებულოში დღეს დაგეგმილ სხდომას  თბილისის მერობის კანდიდატები ეხმიანებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის, თქმით, ისინი ყველა კანონიერ გზას გამოიყენებენ იმისთვის, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება არ აღსრულდეს.

მაინც არ იშლიან და უნდათ, რომ დაამტკიცონ ეს გადაწყვეტილება და საბოლოოდ დაუკანონონ ივანიშვილს როგორც პუშკინის სკვერის ტერიტორია, ასევე თაბორის მთაზე მდებარე ტერიტორია. ეს არის უკანონო გადაწყვეტილება და ეს არის თბილისის ერთ ლარად მიტაცება,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე თანაგუნდელებთან ერთად დასწრებას გეგმავს „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია.

რეგლამენტის მიხედვით, მოვითხოვეთ, რომ როგორც პარლამენტის წევრებს, უფლება მოგვცენ, დავესწროთ ამ საკრებულოს სხდომას და, ცხადია, ყველა ის პრობლემა და პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არის, იქ დავაყენოთ,“ – აცხადებს ელენე ხოშტარია.

საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებზე უარის თქმისა და საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი.

მოვუწოდებ საკრებულოს დეპუტატებს, პირველ რიგში, ოპოზიციურ დეპუტატებს, დატოვონ თანამდებობები და მანდატები საკრებულოში. სხვა მხრივ, ისინი არიან უმცირესობაში, მათი ხმები საკმარისი არ იქნება, სხდომას ვერ გადაადებინებენ, საკითხს ვერ ჩააგდებენ,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

თბილისის საკრებულოში დღეს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.