LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრედიტო დაბანდების მოცულობა 211.9 მლნ ლარით გაიზარდა

101

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 211.9 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.6 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 18.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ბანკის ინფორმაციითვე, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 255.5 მლნ ლარით (3.4 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 43.5 მლნ ლარით (0.39 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44 პროცენტით გაიზარდა).

ეროვნული ბანკის ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 6.1 მლრდ ლარის (0.4 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით მეტი).

”2017 წლის ივნისის განმავლობაში 1.9 პროცენტით ანუ 184.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 9.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.01 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.70 პროცენტული პუნქტით გაიზარდა”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები