LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკურორტო ზონებში ენერგომომარაგების გაუმჯობესებაზე მუშაობენ

87

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო ზონებში ზამთრის სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. კომპანიის ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბაკურიანში ახალ ქსელს აშენებს. განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს კოხტა-მიტარბის ახალი უბნის განვითარებას და ბაკურიანის ენერგომომარაგების გაუმჯობესებას ტურისტულ სეზონზე.

„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური სამუშაოებს ამ დროისთვისაც აწარმოებს, უკვე გაიჭიმა ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელი და მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამუშაოების მიმდინარე წლის დეკემბრის პირველ ნახევარში დასრულდება. ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის ქსელში“, – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები