LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ ჩვენებაზე, ოჯახის წევრების დანახვისას, ვიქტორია ბექჰემმა ცრემლები ვერ შეიკავა (ფოტო)

381

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში ვიქტორია ბექჰემმა საკუთარი  კოლექცია წარადგინა. ეს იყო საიუბილეო ჩვენება დიზაინერისთვის, რადგან 2018 წელს ზუსტად 10 წელი გავიდა ვიქტორიას პირველი ჩვენებიდან. იმ პერიოდში ცნობილი მომღერლისა და დამწყები დიზაინერის შესაძლებლობების ბევრს არ სჯეროდა, თუმცა, ვიქტორიამ საპირისპირო დაამტკიცა.

როგორც ყოველთვის, ვიქტორიას ჩვენებას პირველი რიგებიდან ადევნებდა თვალს მისი ოჯახი. დევიდ ბექჰემი მეუღლის ჩვენებაზე შვილებთან ერთად მივიდა და აპლოდისმენტებით ამხნევებდა სცენაზე გამოსულ მოდელებს. ყველაზე ემოციური მომენტი კი პოდიუზე თავად ვიქტორიას გამოსვლა გახდა, როცა დიზაინერი მეუღლესთან მივიდა და ის გადაკოცნა. ამ ემოციურ კადრებს ინტერნეტში უამრავი გამოხმაურება აქვს. სულ ჩვენებას 70 ადამიანი ესწრებოდა, კოლექციაში კი 26 კოსტიუმი იყო წარმოდგენილი.  ვიქტორია ბეჰემის განცხადებთ, ეს იქნება ბოლო შოუ მანჰეტენზე, რადგან დიზაინერი მუშაობას ლონდონში გააგრძელებს. გარდა ამისა, ნიუ- იორკის მოდის კვირეულის რეიტინგი ბოლო დროს საგრძნობლად დაეცა. მასში მონაწილეობაზე უარი ისეთმა ბრენდებმა თქვეს, როგორებიც არიან Alexander Wang, Rodarte, Proenza Schouler და Altuzarra.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები