საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვის აღზრდის წესები

390

ნებისმიერი ბავშვის აღზრდა რთულია, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ფლეგმატური ბავშვის გაგება კი, ორმაგად პრობლემატურია. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რათა ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი შვილი და განგაშის გარეშე მიიღოთ მისი ყველა თავისებურება.

 

* ვინ არიან ფლეგმატიკები?

ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად შეიძლება საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვის ნახვა, რომელიც საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და უარს ამბობს ადამიანებთან ურთიერთობაზე, საოცრად ჯიუტი, თუმცა მიზანდასახულია, უყვარს ბავშვების შორიდან ყურება და არასდროს თამაშობს მათთან. გვიან იწყებს ლაპარაკს და კომუნიკატიური უნარების არ ქონის გამო, საგრძნობლად ჩამორჩება თანატოლებს ინტელექტუალურ განვიტარებაში.

* რატომაა რთული ფლეგმატური ბავშვის აღზრდა?

სინამდვილეში, ფლეგმატური ბავშვი ნამდვილი ბედნიერებაა, თუ რა თქმა უნდა, გაუგებთ და სწორად აღზრდით. არ შეიძლება ასეთი ბავშვების სხვა – აქტიურ, მხიარულ და შესვენების გარეშე მოლაპარაკე ბავშვებთან შედარება და შეუძლებელია მისი გადაკეთება, რადგან მის მთავარ თავისებურებას – საკუთარ თავში ჩაკეტილობას და შენელებულ მოქმედებას ვერასდროს დაამარცხებთ.

ასეთ ბავშვთან არასწორმა მუშაობამ თავისუფლად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები – თქვენი ყვირილი და მოთხოვნები მის ნევროზად იქცევა, მუდმივი კრიტიკა კი, არასრულფასოვნების კონპლექს გააღრმავებს და ბავშვი უფრო მეტად ჩაიკეტება საკუთარ თავში.

* ბავშვის სწორად განვითარება

თუ ბავშვი თანატოლებთან ურთიერთობას გაურბის და ყოველთვის მარტო თამაშობს, ის აუცილებლად გვიან დაიწყებს ლაპარაკს, მორცხვი იქნება, კომპლექსები გაუჩნდება და აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენა შეექმნება გარე სამყაროზე.  ესაუბრეთ საკუთარ შვილს და მაქსიმალურად ხშირად ატარეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ასწავლედ ორგანიზებულად მოქმედება. შეუძინეთ საათი, მიეცით დავალება და სთხოვეთ მისი გარკვეულ ვადაში შესრულება. სხვათაშორის, თუ კარგად აუხსნით, ფლეგმატიკებს თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი მოქმედების შედეგის გაგება. ასე რომ, არ დაიზაროთ და ხშირად აუხსენით რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა დაგვიანებულმა მოქმედებამ.

ბავშვის სიზარმაცესთან ბრძოლა მისთვის მსუბუქი დავალებების მიცემით შეიძლება. აუხსენით, რომ ის უკვე დიდია, დამოუკიდებლადაც შეუძლია მოქმედება და ხშირად წაახალისეთ.

სწრაფად აზროვნების გასავითარებლად მოაწყვეთ სახლში 15-30 წუთიანი გაკვეთილები, გამოიყენეთ ნახატიანი ბარათები, ლოგიკური თამაშები და მსუქი წიგნები.

ძალიან მნიშვნელოვანია ემოციების გამოხატვა. ხშირად შეასხსენეთ ბავშვს, გულწრფელად თქვას რას ფიქრობს და შესთავაზეთ საკუთარი გრძნობების მიმიკითა და მოქმედებით გამოხატვა.

მართალია, საკუთარ თავში ჩაკეტილ ბავშვებს ხშირად დაბალი თვითშეფასება აქვთ და არც საკუთარი შესაძლებლობების სჯერათ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ბრიყვია ან ნაკლები ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს. გამოჩინეთ მოთმინება, იმუშავეთ ინტენსიურად და რამდენიმე წელიწადში აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები