LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ თავთან საუბარი მაღალი ინტელექტის ნიშანია

1788

ხანდახან კარგი მოსაუბრე, ის ერთადერთი რამაა, რაც გვჭირდება. კარგი მოსაუბრე კი ან ჩვენს ახლობლებში უნდა ვეძებოთ, ანდაც საკუთარ თავში.

უნდა აღიაროთ, საკუთარ თავთან საუბარი, უხერხულობას ქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელით მიმართავთ. შესაძლოა, შეგეშინდეთ იმის, როგორ გამოიყურებით ამ დროს სხვების თვალში.

ეს ჩვევა ასოციალურობასთან ასოცირდება თუმცა, საკუთარ თავთან მოლაპარაკეებისთვის, მეცნიერებს კარგი ამბავი აქვთ.

რამდენიმე კვლევა ადასტურებს იმას, რომ საკუთარ თავთან საუბარი, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ახასიათებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ჩვევა ტვინს ობიექტების უკეთ აღქმაში ეხმარება, ასევე სასარგებლოა მეხსიერების გაუმჯობესებისთვის.

ბრიტანეთში, ბენგორის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ კვლევაში მონაწილე პირებისგან, ის ვინც ხმამაღლა ფიქრობდა და კითხულობდა, უფრო კონცეტრირებული იყო, მათთან შედარებით, ვინც ჩუმად აზროვნებდა.

კვლევის ავტორი და ფსიქოლოგი პალომა მარი-ბეფა განმარტავს, რომ ეს ბენეფიტები, შესაძლოა, საკუთარი თავის მოსმენიდან მოდიოდეს.

“საკუთარი თავის მოსმენა, საუბარი მასთან, ფიქრების, გრძნობების და მეხსიერების ორგანიზებაში, დალაგებაში გვეხმარება. სტერეოტიპი, რომ საკუთარ თავთან საუბარი, შინაგან მესთან ჩაკარგვას მიანიშნებს შესაძლოა, აფერხებდეთ გენიოსებს, რომლებიც ამ ხერხით საკუთარ “გონებას წვრთნიან” – აცხადებს ის.

ხშირად გვინახავს, რომ ტენისის მოთამაშეები ან სხვა სპორტის ვარსკვლავები, შეჯიბრებების დროს საკუთარ თავთან საუბრობენ, იმის მიუხედავად რომ ეს უცნაური შესახედია, მათ ეხმარებათ ფოკუსირებასა და კონცენტრირებაში. ასე რომ, ძველი შეხედულებების და სხვების მოსაზრებების მიუხედავად, მათ მსგავსად, შეგიძლიათ საკუთარ თავთან ლაპარაკი, მშვიდად განაგრძოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები