LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკვები, რომლის მიღებასაც კარდიოლოგები ერიდებიან

152

მხოლოდ სწორი კვება არ არის გარანტი იმისა, რომ გულზე პრობლემები არ შეგექმნებათ. თუ სწორი კვების პარალელურად მოწევთ ბევრ სიგარეტს და რაც მთავარია, არ ივარჯიშებთ ფიზიკურად, გულის დაავადებების რისკი იზრდება, Huffington Post-ის ცნობით, ამის შესახებ ნორტვერსტერნის უნივერსიტეტის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლაიდ იანსი აცხადებს.

ამერიკაში გულის დაავადებები ქალებისაც და მამაკაცების შემთხვევაშიც სიკვდილის ძირითადი მიზეზია, გულის პრობლემებით აშშ-ში წელიწადში 610,000 ადამიანი იღუპება, 735,000-ს კი ინფარქტი ემართება.

ექიმ იანსის ქმით, სწორ კვებასთან ერთად აუცილებელია, ვაკონტროლოთ პორციები და ვივარჯიშოთ.

„მთავარი მხოლოდ ის არ არის, რას ვჭამთ, მნიშვნელოვანია, როგორ ვხარჯავთ კალორიებს. ზომიერება არის წარმატების და ჯანმრთელობის გასაღები.“

ექიმი აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულყოფილი სია პროდუქტების, რომლის მიღებაც კატეგორიულად არ შეიძლება.

„მაგალითად, წითელი ხორცის ჭამა ყოველ დღე არ შეიძლება, უშაქრო და ნაკლებადმარილიანი საკვები კი ცუდი არასოდეს არის.“

კარდიოლოგები გვირჩევენ, არ ვჭამოთ ნახევარფაბრიკატები, ანდა – გაყინული საკვები,  კარტოფილის ჩიფსები, შემწვარი საკვები, არ მივიღოთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი,გაზიანი გამაგრილებელი და ენერგეტიკული სასმელი,  შევზღუდოთ ბეკონი, ძეხვეული, ჰოთდოგი, დიდი რაოდენობით კალორიული ყველი, დამარილებული საკვები,  ტკბილეული, ორცხობილა, ნაყინი, ენერგეტიკული სასმელები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები