LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალხინოს სასახლის კამერატა“ გაიმართება

131

სალხინოს დადიანის საშემოდგომო სასახლე (მარტვილი) წელს მეოთხედ უმასპინძლებს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „სალხინოს სასახლის კამერატა“.

ფესტივალი ტრადიციულად სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება და ის მუსიკოსებს აშშ-დან, ავსტრიიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან უმასპინძლებს.

ფესტივალი ხორციელდება პროექტ Check in Georgia-ს და მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართელობის მხარდაჭერით.

ულამაზეს საშემოდგომო სასახლეში თქვენ გელით სამი დაუვიწყარი მუსიკალური საღამო:

28 სექტემბერი- ვალერიან შიუკაშვილი; თამარ ლ იჩელი.

29 სექტემბერი – საფორტეპიანო ტრიო ACCIO; ტრიო INDEED; აფხაზეთის სახლემწიფო კაპელა და მაესტრო ზვიად ბოლქვაძე.

30 სექტემბერი – გალა კონცერტი ყველა შემსრულებლის მონაწილეობით.

დასაწყისი: 18:00

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები