LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე დოლიძის გრანდიოზული და ვარსკვლავური ქორწილი

126

მომღერალი სალომე დოლიძე გათხოვდა. მას მაყურებელი “ნუცას სკოლიდან” და “ახალი ხმიდან” იცნობს, რომელიც ამ პროექტების გამარჯვებულია. სალომე დოლიძის რჩეული სპორტსმენი, მამუკა არაბულია. მათ ერთმანეთი ცოტა ხნის წინ გაიცნეს და დაქორწინება მალე გადაწყვიტეს. სალომეს მეუღლე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს დაცვის სამსახურის წევრია. წყვილი ჯვრისწერის შემდეგ, გუშინ სწორედ პატრიარქმა დალოცა.

სალომე დოლიძის და მამუკა არაბულის გრანდიოზულ ქორწილს, უამრავი ქართველი ვარსკვლავი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სტუმრები მოსკოვიდან. აჩი ფურცელაძე და თემურ თათარაშვილი საქართველოში, სწორედ ამ ქორწილისთვის ჩამოფრინდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ, ნინო ქათამაძე, ლალი მოროშკინა, ჯემალ სეფიაშვილი, ვერიკო ტურაშვილი, მაკა ზამბახიძე, დათუნა მგელაძე, ზურა დოიჯაშვილი და სხვა ცნობილი ადამიანები. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები