LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ღვინიაშვილისა და ენგინ აკიურეკის ფოტო თურქული სოცქსელების ჰიტია – „მისმა ფანებმა „ამაფეთქეს“

185

ენგინ აკიურეკი თურქეთში ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია და ყველაზე სიმპათიურ ტელევარსკვლავად არის აღიარებული. თურქ სექსსიმბოლოსთან ერთად გადაღებული ფოტო ახლახან ქართველმა მოდელმა და დიზაინერმა, სალომე ღვინიაშვილმა გამოაქვეყნა. სალომეს ვკითხეთ, სად არის გადაღებული ეს ფოტო.

სალომე:

ფოტო გადაღებულია ერთ-ერთ კლუბში, სტამბოლში. ენგინი ჩემი მეგობრის მეგობარი აღმოჩნდა და მასთან ერთად ფოტო გადავიღე. მე ერთ-ერთი კლიპიდან ვიცნობ, მსახიობია და მთელ მსოფლიოში პოპულარული გახლავთ, უამრავი ფანი ჰყოლია თურმე. ჩემი მეგობრებისთვის დავდე და მერე მივხვდი, რომ ძალიან პოპულარულია (იცინის). კარგი მსახიობია, ნოველებს წერს.

შემდეგ ეს ფოტო თავად ენგინმა განათავსა თავის „ინსტაგრამზე“ და ამხელა ამბავს არ ველოდი. ისეთი რამ მოხდა, რომ მისმა ფანებმა და თურქმა ჟურნალისტებმა „ამაფეთქეს“. ყველგან ჩვენი ფოტო დევს. ერთგან მიწერილი აქვს, ენგინ აკიურეკი ქართველ დიზაინერსა და მოდელ სალომე ღვინიაშვილთან ერთად (იღიმის).  

ნინო მურღულია

 

ee122f4c-7794-4689-a965-769b17d3b0c6

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები