LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილი ამერიკულ ხმის ჩამწერ სტუდიაში – რა შემოთავაზებები მიიღო ქართველმა მომღერალმა

163

სალომე კორკოტაშვილმა ერთ-ერთი პრესტიჟული ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის „სონგბილდერის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რამდენიმე ათას პრეტენდენტს შორის და სპონსორების წყალობით მარტში აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სტუდიაში სიმღერის ჩაწერას შეუდგა.

პირველად „ფორტუნას“ მოუყვა იმ გეგმების შესახებ, რომელიც ახლახან დაისახა. ასევე შევიტყვეთ, რომ სალიოს სტუდიაში არა ერთი, არამედ სამი სიმღერა ჩააწერინეს, მათ შორის ერთი – დუეტია.

სალომე კორკოტაშვილი:

ძალიან გახარებული ვარ, ესეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ. პირველ მარტს ჩამოვფრინდი აშშ-ში, გავიცანი „სონგბილდერის“ დამფუძნებლები. არიან ძალიან დიდი პროფესიონალები, მეგობრული და კარგი ადამიანები. უკვე ჩავწერეთ ერთი სიმღერა და ვფიქრობ, სასწაული გამოდის. მეორე სიმღერის ჩაწერის იდეა იქვე მოგვივიდა, ეს იქნება აკუსტიკური ვარიანტი და მესამე სიმღერაც ჩავწერეთ – დუეტი ძალიან მაგარი სიმღერაზე, სასწაულ ბიჭებთან ერთად. ვაპირებთ ვიდეოს გადაღებას. დიდი მადლობა სპონსორებს, ვინც აქ გამომიშვა. ასეთი ჯადოსნური დღეეები თუ მექნებოდა, არ მეგონა (იღიმის).

როგორ შეგაფასეს?

მითხრეს, რომ წარმატებისთვის მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი. ისეთი გოგო გვინდოდა, რომელსაც საკუთარი სტილი ექნებოდაო…

გეგმები როგორია?

ჯერჯერობით არ დავასახელებ იმ ლეიბლებს, ვისთანაც მაქვს შეხვედრები. მაქვს სამი სხვადასხვა შემოთავაზება. 26 მარტს ნიუ იორკში იგეგმება კონცერტი, რომელსაც „ნიუტონის“ ბაბის ვუძღვნით, შემოსულ თანხას მას გადავცემთ. იქნებიან ქართველი მუსიკოსები, პაპუნა შარიქაძე, სოსო გელოვანი და გვეყოლება კორეელი დრამერი. ისინი ბერკლის საუკეთესო სტუდენტები არიან. მიხარია, რომ აშშ-ში ვარ და ბევრი კარგი ამბავი მიეწყო ერთმანეთს.

რაც შეეხება სიმღერას, რომელიც ჩავწერეთ, ერთ-ერთ მათგანს დაატრიალებენ ამერიკულ რადიოებში.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები