LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილი ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის კონკურსის გამარჯვებულია!..

130

სალომე კორკოტაშვილი Songbuilder Studio-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ხმის ჩამწერმა სტუდიამ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე გუშინ განაცხადა. სალომემ კონკურსში, როგორც კომპოზიტორმა, სიმღერით „Wayside“ მიიღო მონაწილეობა.

„ძალიან გვიხარია, გამოვაცხადოთ ჩვენი კონკურსის გამარჯვებული. ეს გახლავთ ქართველი პოპისა და ნეო სოულის შემსრულებელი, სალიო, მისი ავთენტური ჟღერადობით თავიდანვე მოვიხიბლეთ. უფრო მეტ ვერ გაგვახარებდა ის ფაქტი, რომ ასეთ ნიჭიერ არტისტთან მოგვიწევს მუშაობა“, წერია ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც სალომემ „ფორტუნას“ განუცხადა, ერთ კომპოზიციას ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, მერილენდში მდებარე ხმის ჩამწერ სტუდიაში, ისეთ მუსიკოსებთან ჩაწერს, რომელთაც უმუშავიათ მაილი საირუსთან, ბრიუს სპრინგსტინთან, გარი კლარკთან და „Smashing Pumpkins“-თან და მიღებული აქვთ პრესტიჟული მუსიკალური პრემია „გრემი“.

სალიოს მიერ ჩაწერილ სიმღერას ამერიკის შეერთებულ შტატებში 100 სხვადასხვა რადიო გააჟღერებს. სალომე ამ ამბით, რასაკვირველია, აღფრთოვანებულია და ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ემზადება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები