LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილი: „სიზმარი მგონია, არ მჯერა”

125

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, ამჟამად ამერიკაში იმყოფება, სადაც გრანდიოზულ პროექტში იღებს მონაწილეობას. სალომე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ხალხმა მომცა იმის საშუალება, რომ აქ ვიყო, ამერიკაში🇺🇸 ! ერთი სიმღერის მაგივრად 3 სიმღერა ჩამაწერინეს ! მიხარია!!! 💥✨🙌🏻 თითქმის ყოველდღე ვხვდები წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც საუკეთესო რჩევებს მაძლევენ მუსიკალურ ბიზნესში. 26 მარტს ვიმღერებ Rock wood music hall-ში უმაგრესს ქართველ მუსიკოსებთან ერთად! ამ კონცერტს ვუძღვნით ბაბის, რომელიც ძალიან ნიჭიერია და მინდა, რომ სულ ბედნიერი იყოს ✨ ისეთ მსხვილ კომპანიებთან მაქვს შეხვედრა დაგეგმილი, რომ სიზმარი მგონია ))) არ მჯერა ))) სექტემბერში დაიგეგმა 2 დახურული event New York -ში Beqa Japaridze Shukvani-თან ერთად, სადაც შევხვდებით ცნობილ მუსიკოსებს, ჟურნალისტებს, რადიო და ტელევიზიის წარმომადგენლებს! 😎🎥
მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა! The Grammy goes toooo… ძალა ერთობაშია !! 🙌🏻” -წერს სალომე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები