LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილის განცხადება – „ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ!”

132

სალომე კორკოტაშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ჟურნალისტები ურეკავენ და სთხოვენ, კომენტარი გააკეთოს მამის, გია კორკოტაშვილის და მისი თანამოაზრების უცენზურო გამონათქვამებზე. შეგახსენებთ, საზოგადოებამ აღშფოთება გამოთქვა “ქართველთა მარშის” ორგანიზატორების “ფეისბუქ”-თავდასხმაზე თათია დოლიძის მიმართ.

სალომე წერს:

“არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი! მირეკავენ ჟურნალისტები და აინტერესებთ, რას ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით!
მე საქართველოს სიყვარული ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ჩემი მთავარი მოტივია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი საქმე ვაკეთო. ვინც მიცნობს და იცის, როგორ ვცხოვრობ და როგორ ვშრომობ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინო, როგორი მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ვართ საქართველოში.
ყველას სხვადასხვა აზრი გვაქვს, მაგრამ გთხოვთ ნუ დაესევით ერთმანეთს!!
ყველას კარგი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის, გინებით და ლანძღვით ვერ მივაღწევთ ვერაფერს კარგს. ყველას გვაქვს იმის საშუალება, რომ ვილაპარაკოთ ღიად პრობლემებზე და ცივილიზებულად გადავწყვიტოთ პრობლემები. ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ!! Stop acting like children in the playground and start talking like civilized adults
#მშვიდობასაქართველოში”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები