LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილის ლონდონური კარიერა და ცხოვრება უცხოელ მეუღლესთან ერთად

423

რამდენიმე თვის წინ სალომე კორკოტაშვილი გათხოვდა, მისი მეუღლე ბრიტანელია, წყვილი ლონდონში ცხოვრობს, სალომე იქ ახალ ალბომზე მუშაობს ორ პროდიუსერთან ერთად. ახალი ცხოვრებით ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია, უნდა, მეტს მიაღწიოს, რომ საქართველოში მუსიკალური სასწავლებელი შექმნას ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც უცხოეთში ვერ მიდიან სწავლის გასაგრძელებლად.  

სალომეს „ფორტუნას“ საიტი ექსკლუზიურად დაუკავშირდა.

სალომე კორკოტაშვილი (სალიო):

ორ პროდიუსერთან ერთად ვმუშაობ, ჯონათან ჰოლდერსა და Voicedrone-თან ერთად, ის ქართველია და ლაშა ჰქვია, უნიჭიერესი მუსიკოსია, რაც შეეხება ჯონათანს, ის ბრიტანელია და გენიოსი მუსიკოსია, ალბათ, ერთხელ რომ მოჰკრათ თვალი მის ნამუშევრებს, ვიდეოებს, მუდამ დაგამახსოვრდებათ.

ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ ახალ ალბომზე, ვწერთ ახალ სიმღერებს. სხვათა შორის, მქონდა კონცერტი Old Blue Lost-ში, ბენდთან ერთად. ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე იყო. ჩემი მეგობრები მგულშემატკივრობენ სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს სტიმულს მმატებს.

საცხოვრებლად ლონდონში გადახვედი?

კი. ლონდონში ცხოვრება ადვილი არ არის. ძალიან ძვირია ყველაფერი. მე გამიმართლა, რომ ჩემი ქმარი ბრიტანელია და მისი მეგობრები მეხმარებიან. ვფიქრობ, იღბლიანი ვარ.

ყველას ვუყვები ჩემი მიზნების შესახებ. იციან, რომ როცა პოპულარული გავხდები, არ ვიყიდი 23 მანქანას და არ ჩავისვამ ოქროს კბილებს (იღიმის). მინდა, ჩემს ხალხს დავეხმარო. ავისრულო ოცნება და ავაშენო მუსიკალური კოლეჯი, სადაც პროფესიონალები ასწავლიან. ქართველი ერი ძალიან მუსიკალურია, უბრალოდ, ფინანსური და საბუთების პრობლემები გვაქვს, გაჭედილები ვართ და ვერსად მივდივართ…

მეუღლეზე გვითხარი რამდენიმე სიტყვა…

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის არის აღმოჩენა ჩემთვის. არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მის გარეშე. დღე და ღამე მეხმარება და იცის, რომ ერთ დღეს მივაღწევ იმას, რაც ჩვენ გვინდა. ხშირად იყო ჩართული საქველმოქმედო პროექტებში, მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი, მთხოვა, როm არ უნდა პოპულარობა და მისი სახელის გაჟღერება. მეც ვუსრულებ ამ თხოვნას. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები გავიცანი.

შენი შვილი პირველი ქორწინებიდან, თბილისშია თუ შენთან ერთად არის?

ზუკასთან განშორება ძალიან გვიჭირს. თბილისშია, სწავლობს, პირველ კლასშია. ძალიან კარგი დამრიგებელი და მასწავლებლები ჰყავს, რაც ძალიან მახარებს. ჩემს მშობლებთან ცხოვრობს და ბებია-ბაბუა, ასევე ჩემი პატარა ძმა სითბოს არ აკლებენ. ამბობს ხოლმე, „დედუ, მინდა, რომ იმას მიაღწიო, რაც ჩაფიქრებული გაქვს, ბევრი ლეკვი ხომ გვეყოლება ჩვენს ეზოშიო?“ (იცინის).

თბილისში როდის ჩამოხვალთ?

აპრილში, ორი თვით ჩამოვალთ და მე, ზუკა და რიჩარდი ერთად ვიცხოვრებთ. მერე ისევ ლონდონში დავბრუნდებით…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები