LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილმა ამერიკაში გასამგზავრებლად დაფინანსება მიიღო – „ძალიან ბედნიერი ვარ!..“

114

მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე კორკოტაშვილი, რომელიც ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის Songbuilderstudio-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, აშშ-ში გამგზავრებას ფინანსური პრობლემის გამო ვერ ახერხებდა. იქ მას ელოდებიან, რათა ერთი კომპოზიციის არანჟირება და ჩაწერა საკუთარ თავზე აიღონ, შემდეგ კი ეს სიმღერა რამდენიმე ასეულ რადიოში დაატრიალონ.

სალომემ ამ კონკურსში 15 000 მონაწილეს შორის გაიმარჯვა სიმღერით „Wayside“.

ახლახან სალომემ „ფეისბუქზე“ განათავსა პოსტი, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მან დაფინანსება მიიღო.

„ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა, რომ ასე გვერდზე დგომა იცით. 15 თებერვალს „რუსთავი 2“-ზე ყველა იმ ადამიანს დავასახელებ, ვინც ჩემი ამერიკაში წასვლა დაასპონსორა! ძალა ერთობაშია“ – წერს მომღერალი.

„ფორტუნა“ სალომეს დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, ამერიკის საელჩოდან უკვე დაუკავშირდნენ და დაუდასტურეს, რომ ვიზა 2024 წლამდე აქვს, დაფინანსებაც მიიღო, შესაბამისად, პირველ მარტს აშშ-ში, კერძოდ, ბალტიმორში გაემგზავრება და პლანეტის საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად იმუშავებს.

წარმატებებს ვუსურვებთ სალიოს!..

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები