LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი NGO-ებს მოუწოდებს, სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატი დაასახელონ

213

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატი დაასახელონ. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ შერჩეული კანდიდატი ვერ ისარგებლებს იმ ნდობით, რომლითაც შესაძლებელია, ისარგებლოს არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა.

„იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იგრძნოს, რომ ჩვენ გვეყოლება სახალხო დამცველი, რომელიც მართლაც დაიცავს ხალხის, ამომრჩევლების და მოქალაქეების ინტერესებს, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ჩვენ მიგვეცა სწორედ არასამთავრობო სექტორისთვის შესაძლებლობა, მათ დაასახელონ საკუთარი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე. ვფიქრობ, ნებისმიერი კანდიდატურა, რომელსაც დაასახელებს მმართველი გუნდი და შემდეგ, საკუთარი დიდი უპირატესობით, პარლამენტში დაამტკიცებს, ვერ ისარგებლებს იმ ნდობით, როგორითაც შეიძლება ისარგებლოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილს უფლებამისილების ვადა დეკემბერში ეწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები