LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი რუსეთისთვის დახმარების თხოვნაზე მთავრობისგან ოფიციალურ პასუხს ითხოვს

36

“მსგავსი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო კაბინეტის მსჯელობის საგანი, შესაბამისად, პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია, გაიგზავნა თუ არა ეს მოთხოვნა”,  – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა “ფორტუნას” განუცხადა.

“მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო სატელეფონო კომუნიკაცია, წერილობითი ნოტა თუ დიპლომატიური პროტოკოლი. ვითხოვთ, რომ ჩანაწერი არსებობდეს, კონკრეტულად რა კომუნიკაცია შედგა, ვის შორის შედგა ეს კომუნიკაცია და რა დროს. ამ ინფორმაციის მიღება იქნება ჩემი სადეპუტატო შეკითხვის საგანი საგარეო უწყებისგან, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ უნდა დავადგინოთ, კონკრეტულად ვინ, როდის და რა ფორმით მიმართა რუსეთს აღნიშნული საკითხით”,  – განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 23 აგვისტოს, რუსეთის საგარეო სამინისტრომ თბილისისგან მიიღო თხოვნა, რომ რუსეთი ქართულ მხარეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში დახმარებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები