LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად იურიდიული კომიტეტის სხდომა დატოვა

15

სალომე სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად იურიდიული კომიტეტის სხდომა დატოვა, სადაც საკონსტიტუციო პროექტი მესამე მოსმენით იხილებოდა.

„სხდომის დატოვების მიზეზი გახდა ის, რომ, სამწუხაროდ, სხდომის თავმჯდომარე  ბოროტად სარგებლობს საკუთარი უფლებით.  მე გამომირთო მიკროფონი, როცა დავსვი ძალიან მწვავე საკითხები. რასაც გვპირდებიან, მომავალში რომ შეცვლიან, არის თუ არა შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან, ამ დროს გამომირთეს მიკროფონი. თუმცა, უმრავლესობის წარმომადგენელს, რომელიც, ასევე, არ საუბრობდა სარედაქციო საკითხებზე, სათქმელი ბოლომდე ათქმევინეს და, შესაბამისად, დავტოვე სხდომა. არ ვფიქრობ, რომ მსგავს განხილვაში მონაწილეობას აზრი აქვს,” – განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები