LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: არ ვიქნები ზეპრეზიდენტი, ვთვლი, რომ ამ ქვეყანას ჩვეულებრივი პრეზიდენტი სჭირდება

89

„მე ვიქნები ნორმალური პრეზიდენტი. არ ვიქნები ზეპრეზიდენტი, რადგან ვთვლი, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ასეთი, ჩვეულებრივი, თქვენსავით პრეზიდენტი” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა წალენჯიხის კინოთეატრში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.  პრეზიდენტობის კანდიდატმა მათ თავისი პროგრამის მთავარი მიმართულებები გააცნო.

„მე ვიქნები ნორმალური პრეზიდენტი. არ ვიქნები ზეპრეზიდენტი, რადგან ვთვლი, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ასეთი, ჩვეულებრივი, თქვენსავით პრეზიდენტი, რათა მართლაც დამშვიდდეთ, გადავიდეთ ნორმალურ ცხოვრებაზე, დავიწყოთ არამხოლოდ დამოუკიდებელი, როგორც ეს წერია, არამედ თავისუფალი ცხოვრება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ისაუბრა აგრესიასა და ცილისწამებაზე, რომელიც, ზურაბიშვილის თქმით, მის მიმართ ხორციელდება.

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა პირობა დადო, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანაში შიდა დაპირისპირებები დასრულდება. მისი საბოლოო მიზანი კი, როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ქვეყნის გამთლიანებაა.

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონში მარტვილში, ჩხოროწყუში და წალენჯიხაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები