LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის უახლესი ისტორიის სიმბოლოა – ბიძინა ივანიშვილი

34

სალომე ზურაბიშვილის სახით ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს და ლომის წვლილი მის გამარჯვებაში, როგორც ივანიშვილი ამბობს, ზურაბიშვილის ისტორია და მოღვაწეობა იქნება.

„სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის სიმბოლო უახლესი ისტორიის – პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი.

ქალბატონი, ჩვენს დიდ ისტორიასაც და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება – რომ ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა.

ამ მხრივ ჩვენ დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენ უახლოეს დროში ვიხილავთ. ჩვენ ამით შევეხმიანებით ჩვენს შორეულ და უახლეს ისტორიასაც, შევეხმიანებით პირველ ემიგრაციას, დიდ პატივს მივაგებთ და თავად ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში.

მოგიწოდებთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, ლომის წვლილი მის გამარჯვებაში იქნება მისი ისტორია, მისი მოღვაწეობა და ჩვენი დახმარებით, თანადგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამომრჩეველთა 27%, რომელიც ბოლო წლებში, როგორც კვლევების მიხედვით ჩანს, არ უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, საზოგადოების ნაწილია და მათ ანგარიშს უწევენ.

„ის 27 პროცენტი, რაც ბოლო წლებში ჩანს, საზოგადოების ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდება, ვერ გაიგო მისი ხელწერა და არ უჭერს მხარს, ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ჩვენ მას პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, და ანგარიშს ვუწევთ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღესაც ასევე ფიქსირდება, რომ დაახლოებით 10% „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილზე, ხოლო 17% მეორე ნაწილზე იყოფა. ამის იქეთ მათ დიდი რესურსი არ აქვთ,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები