LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი დღეს, 17:00 საათზე განცხადებას გააკეთებს

47

პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის კურსში ჩააყენა ირაკლი კობახიძე, რომ დღეს 17:00 საათზე აპირებს განცხადების გაკეთებას.

ჩაერთვება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში და მას, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, ექნება თუ არა მმართველი გუნდის მხარდაჭერა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული კითხვა უპასუხოდ დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები