LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის – კახა კალაძე

95

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის პოსტზე რამდენიმე ღირსეულ კანდიდატს განიხილავს, რომელთაც პირველ ტურშივე გამარჯვების შანსი აქვთ.

„საინტერესო, ღირსეული კანდიდატები განიხილება, რომელთაც პირველ ტურში აქვთ გამარჯვების მოპოვების, საზოგადოების მხარდაჭერის შესაძლებლობა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში იქნება პოლიტსაბჭო, კიდევ განვიხილავთ და იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, მათი კანდიდატის ვინაობა თუ არის დამოკიდებული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებზე, კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის დასახელება არანაირად არ იქნება დამოკიდებული ამაზე.

„ჩვენ კანდიდატურას წარმოვადგენთ, როგორც არის ეს კანონით გათვალისწინებული,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები