LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

74

დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

“მე ვაყენებ ჩემ კანდიდატურას პრეზიდენტობაზე და ეს არის ჩემი გადაწვეტილება. როგორც იცით, მე ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი ვიფიქრე. ეს არ მომხდარა ერთ დღეში. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ადამიანი ფიქრობდეს, გადაწყვეტილებამდე მისვლა არის საკმაოდ მძიმე და მეტადრე იმ დროს, რომ მქონდა ჩემი შვილის ქორწილი და მალე ალბათ, იქნებიან შვილიშვილებიც და მე უკვე ვიცი, რომ ამ ვალდებულებას ნაკლებად შევასრულებ. ამაზე  ვფიქრობ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა, სადღაც მე ვარ ვარლდებული ჩემი წინაპრების წინაშე,” –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები