LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი წიგნი წაკითხული არ მაქვს, არ ვიცი, რაზეა საუბარი – დავით ზალკალიანი

48

სალომე ზურაბიშვილის წიგნი არ მაქვს წაკითხული, არ ვიცი, რაზეა საუბარი, – ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბიშვილის წიგნის გარკვეულ ფრაგმენტებს რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. მისი თქმით, ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაშია საქართველოს პოზიციასთან.

„ერთი რამ მკაფიოდ შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველის ხელისუფლების პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მკაფიოდ არის გაცხადებული, სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები სრულ თანხვედრაშია ამ პოზიციასთან. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართალთან იყოს სრულ შესაბამისობაში. ყველა პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს საერთაშორისო ფორმატში, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან,”- განაცხადა ზალკალიანმა.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები