LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები კონკორდატზე მის გაუნათლებლობაზე მეტყველებს – დეკანოზი დავით ისაკაძე

122

დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებები კონკორდატთან დაკავშირებით მის გაუნათლებლობაზე მეტყველებს. მისი თქმით, კონკორდატი ორ სუბიექტს შორის არსებული შეთანხმებაა და ვერავინ ჩაერევა.

„თუ ასეთი რამ ბრძანა ქალბატონმა სალომემ, არ მინდა კადნიერად მივმართო, მაგრამ ეს მეტყველებს მის გაუნათლებლობაზე, როგორც იურისპრუდენციაში, ასევე ზნეობრივ და მორალურ საკითხებში. ჩვენ რადგან სასულიერო პირები ვართ არ გაქვს უფლება გამოვხატოთ ჩვენი პოზოცია – ჩვენ ადამიანები არ ვართ, ოჯახები და მრევლი არ გვყავს? რაც შეეხება კონკორდატს, არანაირი უფლება მას იურისპრუდენციის მიხედვით არ აქვს ჩაერიოს, რადგანაც ეს არის ორ სუბიექტს შორის შეთანხმება და ამის შეცვლა და ჩარევა არავის პრეროგატივას არ მოიცავს. ზღვარი, სახელმწიფოს და ეკლესიას შორის ისედაც არის კონკორდატით გასაზღვრული და საჭიროა მისი ცოდნა და შესრულება,“ – განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სასულიერო პირები საარჩევნო კამპანიაში „ამ დონით არ უნდა ერეოდნენ“. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამ შეფასებით, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული კრიტიკული კომენტარები შეაფასა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები