LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პირადად ჩემს არჩევანზე გავლენას ნამდვილად მოახდენს – აკაკი ზოიძე

55

სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პირადად ჩემს არჩევანზე გავლენას ნამდვილად მოახდენს – მას ყურადღებით ვაკვირდები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

“პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა მისი პოზიციები ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება პრეზიდენტის როლს და თავად ზურაბიშვილის მიდგომას ამ პასუხისმგებლობისა და ვალდებულების შესრულების მიმართ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი დამოკიდებულებები ცალკეული საკითხების მიმართ, რომელიც ქვეყნისთვის, ერისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს ვაკვირდებით. ეს ჩემთვის იქნება ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების დროს,“ – განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატის ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ სექტემბრის დასაწყისში მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს გამოუცხადოს მხარდაჭერა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

“ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩავერთვებით როგორც ამომრჩევლები, როგორც პოლიტიკური ძალა, ასევე რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებს მივცემთ რეკომენდაციებს, თუ ვის დაუჭირონ მხარი – რა თქმა უნდა, ეს არ იქნება “ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალამ არჩევნებში რაიმე წარმატება არ მიიღოს,“ – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები