LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე „ენმ”-ის მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი – “ქართული ოცნება”

70

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  არსებული ინფორმაციით, 24 სექტემბერს, აჭარაში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები.

„ისევე, როგორც გასული წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობა“ არც ამჯერად ცვლის მისთვის ჩვეულ მეთოდებს და კვლავაც ცდილობს წინასაარჩევნო პროცესში პროვოკაციების გზით დაძაბულობის კერების შექმნას.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში შეინარჩუნონ სიმშვიდე.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი ნებაა არაძალადობრივი და მშვიდობიანი გზით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რისთვისაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ადგილობრივთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრებიან,“ – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

განცახდებაში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს.