LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პირველ ტურში გამარჯვების შანსი აქვს – ეკა ბესელია

31

თუკი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, პირველ ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს, – ამის შესახებ  “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია.
„განსაკუთრებით, როცა იმ კანდიდატებს ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა – ქალია, გამოცდილია, ბევრი პოლიტიკური სიძნელე გადაულახავს. ის ძალიან რთულ, სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში იყო გაბედული, ფრონტის წინა ხაზზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსმა რა გზა გაირა. განმსაზღვრელი არ არის, ვინ როგორ იღიმება და ვის როგორ მოსწონს ან არ მოსწონს. განმსაზღვრელი არის ბიოგრაფია, განვლილი გზა და სახელმწიფოებრივი ხედვა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები