LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამ დღეში შექმნილი ახალი პროექტი, როგორ უნდა იყოს 8-თვიანი პროცესის ალტერნატივა – ეკა ბესელია

91

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საკონსტიტუციო რეფორმაზე პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მუშაობას ”განსაკუთრებით საყურადღებოსა და დამაფიქრებელს” უწოდებს. დეპუტატის განცხადებით, პრეზიდენტი სცდება თავის კომპეტენციას და იჭრება საკანონმდებლო საქმიანობაში.

„სამი დღის განმავლობაში შექმნეს კონსტიტუციის ახალი მოდელი თუ ახალი ვერსია. ძალიან მაინტერესებს, რატომ არის იგნორირებული, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვების შედეგად სწორედ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ პროექტს ჰქონდა მხარდაჭერა. სამ დღეში შექმნილი ახალი პროექტი, როგორ უნდა იყოს 8-თვიანი პროცესის ალტერნატივა და რა ლეგიტიმაცია აქვს იმ ახალ ვერსიას?” – განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები