LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი ჯანელიძეს: სანამ მინისტრად დაინიშნებოდით, ჯობდა, სემინარი გაგევლოთ

38

„სანამ მინისტრად დაინიშნებოდით, რამე სემინარი უნდა გაგევლოთ იმის შესახებ, რა არის საერთაშორისო ორგანიზაციები“, – ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძეს სალომე სამადაშვილმა განუცხადა. დეპუტატი დაინტერესდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტში თუ დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიების, როგორც ოკუპირებულის სტატუსი დამატებით, გარდა ევროპარლამენტის, აშშ-ს კონგრესის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, პოლონეთისა და ესტონეთი პარლამენტებისა, რომელთა მიღებულ დოკუმენტებშიც ეს სტატუსი 2012 წლამდეც დაფიქსირდა.
„2012 წლამდე, არც ერთ დოკუმენტში, არც ერთ ორგანიზაციაში არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის კონფლიქტთან დაკავშირებით. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთებში, რომელიც მუშაობს კონფლიქტების საკითხებზე, 2012 წლამდე არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული“, – განაცხადა ჯანელიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიხეილ ჯანელიძეს შეახსენეს ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტები.

„იყო ევროპის პარლამენტი, კონგრესი, პოლონეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მაგრამ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ მიუღია გადაწყვეტილება 2012 წლამდე“, – აღნიშნა ჯანელიძემ, რაზეც სალომე სამადაშვილის პასუხი იყო, რომ მას საერთაშორისო ორგანიზაციების რაობის გასარკვევად სემინარი უნდა გაევლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები