LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავები ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს კითხავენ

90

ისრაელის პოლიციის გამომძიებლები ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციაში მის დაკითხვას აწარმოებენ. როგორც ისრაელის სახელმწიფო რადიოსადგური Kan იუწყება, ისრაელის პრემიერმინისტრის დაკითხვა ე.წ. საქმე 4000-ზე მიმდინარეობს.

საქმე ეხება სატელეკომუნიკაციო კომპანია „ბეზეკის“ ინტერესების გატარებას, რის სანაცვლოდაც ბენიამინ ნეთანიაჰუს საქმიანობა პოზიტიურად უნდა გაშუქებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ საქმეში მოწმის სახით იკითხება, ამას მის წინააღმდეგ დევნად მიიჩნევს.

ისრაელის პრემიერმინისტრი ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. ე.წ. „საქმე 1000“ ეხება ძვირადღირებულ საჩუქრებს, რომლის საქმიანი წრეების წარმომადგენლებისგან მიღებაში ნეთანიაჰუს ადანაშაულებენ. მეორე, ე.წ. „საქმე 2000“ უკავშირდება ისრაელის პრემიერის მცდელობებს შეუთანხმდეს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საგამომცემლო სახლის „ედიოტ აჰრონოთის“ მფლობელს, რათა მისმა კომპანიამ ისრაელის მთავრობის საქმიანობა დადებით ჭრილში გააშუქოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები