LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

95

“ქართველთა მარშის” მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. რადიო “ფორტუნას” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში შესვლა სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნაა დაკანონდეს, რომ უცხოელებზე მიწა არ გასხვისდეს. ისინი კახა კალაძისგან მოითხოვენ კონკრეტულ პასუხს, შევა თუ არა კანონში უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვის საკითხი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები