LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს

67

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ორი დღის ვარკეთილში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან, საკუთარ სახელზე გაფორმებული, ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა. გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში, გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო მოქალაქემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაგანის სისტემის რევოლვერი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები