LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავეს

83

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ გუშინ ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულები 18 წლისები არიან.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 1 მაისს თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1999 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, -აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები